LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები ყველაზე სამარცხვინო საქციელით გამოირჩევიან, რაც კი შეიძლება პარლამენტის წევრმა იკადროს – მთავარი როლი რაც აქვთ, ესაა ისტერია, რადიკალიზმი“ – პაპუაშვილი

133
პაპუაშვილი

„რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო ინციდენტია და მე ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა“, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების „პერფომანსი“ შეაფასა და თქვა, რომ  ეს არის დისკრედიტაცია მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში.

წითლიძე კობახიძეს: „ირაკლი, შენ ხარ რუსი“

პაპუაშვილის თქმით, მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული ეს არის ისტერია, ეს არის რადიკალიზმი და ეს არის აბსოლუტური შელახვა ადამიანების ღირსებისა.

მისი მოსაზრებით, სამწუხაროა, რომ „ ქალი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში ასეთი სახით წარმოჩინდება“.

„ვფიქრობ, რომ ეს ქალი დეპუტატები არიან, რომლებიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ, როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი.

განმეორებით, რამდენჯერმე, ზუსტად ეს ქალი დეპუტატები არიან ამაში ჩართული. აი, ასე ძალიან სამწუხარო რამ რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტში და ვწუხვარ, რომ კოლეგა მამაკაცები ვინც არიან სწორედ ამ ქალებს ამოფარებულები, იმდენი სითამამეც თვითონ არა აქვთ, როცა ამას გეგმავენ თვითონ მაინც გააკეთონ ან გვერდში დაუდგნენ, ან რამე უთხრან თუ არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს. ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამარცხვინო ხასიათი ოპოზიციაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ. ვითომ კაცები ქალებს იფარებენ ხოლმე“ – ირაკლი კობახიძე

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. მინისტრის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ტრიბუნასთან პლაკატი გაშალეს.

ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და მანდატურებს დეპუტატი ქალების დარბაზიდან გაყვანის მითითება მისცა.

„რა გინდა, ომი გინდა? მიდი გაშალე ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ!” – მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები