LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვევამდელის ცემასა და ფულის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

89
collage

სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვასთან  დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181 და 386 მუხლებით,- ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ წინასწარი გამოკითხვის შედეგად, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. თუმცა, წვევამდელის მიერ გაცხადებული ძალადობის შესაძლო ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციამ უკვე გამოკითხა ​წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი  დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე, რომელიც წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

„სერჟანტი, რომელიც დასახელებული ჰყავდა სამხედრო მოსამსახურეს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. სამწუხაროდ თვითონ ამ სამხედრო მოსამსახურის დაკითხვა ჯერ ვერ ხერხდება. ის ამჟამად მარნეულის საავადმყოფოში იმყოფება.წვევამდელმა უნდა დაასახელოს ყველა დეტალი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით მოგაწვდით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას. თუ ბრალდებები დადასტურდება, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“,-განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

მარნეულის მკვიდრი, 19 წლის ფაზუმ გახრამანოვმა  ამტკიცებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მეთაურის თანდასწრებით ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სცემეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები