LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვევამდელის მტკიცებით, ჯარისკაცებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს

166
Untitled

მარნეულის მკვიდრი, 19 წლის ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.მისი თქმით, შემთხვევა 9 მარტს მოხდა. მისივე მტკიცებით, ჯარისკაცებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს და რადგან თანხა არ ჰქონდა, საკრედიტო ბარათი წაართვეს.ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

გახრამანოვი აცხადებს, რომ ცემის შემდეგ ექიმთან მივიდა, თუმცა არავინ ჰკითხა, რატომ ჰქონდა თვალი ჩალურჯებული.

“პარასკევს , ღამის ორ საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული”, — ამბობს წვევამდელი.

წვევამდელი ამ დროისთვის გამოკვლევაზე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ქაზიმ გახრამანოვი წვევამდელია და ამბობენ,  რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კრწანისის სამხედრო ბაზაზე გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g