„გემოფესტი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამერიკელი მსახიობის, „დივერგენტის“ ვარსკვლავის, შეილინ ვუდლის საქართველოში ვიზიტის კადრებს, როდესაც ის „ნეტფლიქსის“ კულინარიული შოუს ფარგლებში ესტუმრა ჩვენს ქვეყანას.
„არ გეჩვენებათ – ეს ნამდვილად Big Little Lies, Divergent, The Fault in Our Stars-ისა და სხვა არაერთი ცნობილი ფილმისა და სერიალის მსახიობი შეილინ ვუდლია.
საქართველოში საერთაშორისო შოუს გადაღებების ფარგლებში შეილინ ვუდლიმ ქართული გემოებიც აღმოაჩინა.
გადაღებები Mziskari • მზისკარი – ის მასპინძლებთანაც გაიმართა, სადაც მას ქართული კულინარიული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.
სულ მალე ამ მომენტებს Netflix-ის საერთაშორისო შოუშიც ვიხილავთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს დაეთმობა“.
შეილინ ვუდლი ამავე მოგზაურობის ფარგლებში სამეგრელოსაც ეწვია.
