LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

130
ცვალებადი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში 23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23-24 მაისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 23 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 23-24 მაისს დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 23 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 23-24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 23-24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 23 მაისს ზოგიერთ, ხოლო 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

23-25 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 🌥 23-24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები