LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

119
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები