LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წვიმა ელჭექით, სეტყვა, ქარი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

182
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დღეს, დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

⛈️ 18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები