დიდ ბრიტანეთში წყალდიდობაა. ძლიერი წვიმისა და თოვლის შედეგად დაიტბორა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები.
სტიქიამ დააზიანა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი. შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა.
ზოგიერთ ტერიტორიაზე განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც. სინოპტიკოსები მომდევნო კვირაში ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.