წყალდიდობა მიანმარიში – სტიქიას სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელ წვიმას ქვეყნის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა მოჰყვა.
პარალელურად, მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 მეშახტის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ათეულობით ადამიანი.
50 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
სტიქიამ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე დააზარალა.
