LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლა

135
ნიგერია

ძლიერი წვიმისგან წარმოქმნილ წყალდიდობას ნიგერიაში 88 ადამიანი ემსხვერპლაწყალდიდობა რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც ახლომდებარე კაშხლის ჩამონგრევა მოჰყვა.

სავაჭრო ქალაქ მოკვაში წყალდიდობამ 50-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, თუმცა ბევრი ადამიანი კვლავ რისკის ქვეშაა.

ნიგერის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსპიკერმა, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინიმ განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ გაიზრდება.

ნიგერიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქვეყნის 36 შტატიდან 15-ში შესაძლო წყალდიდობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g