სასტუმრო ”წყალტუბო პლაზა” მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა, ლადო ვიბლიანმა განუცხადა, აქციის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უქმეები ”წყალტუბო პლაზაში” შეღავათიან ფასად გაატარონ.
”გვაქვს საინტერესო შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის. მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოს, უნიკალური წყლის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, უგემრიელეს სამზარეულოს, სპასა და საუნას- მომხმარებელს შეუძლია 99 დოლარად შეიძინოს. ფასში შედის 2 ღამე 2 ადამიანისთვის. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში კლიენტები პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებენ”, – აღნიშნა ვიბლიანმა.
მისივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ოთახების რაოდენობა შეზღუდულია.
ცნობისთვის, სასტუმრო ”წყალტუბოს პლაზა” 2014 წელს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 76 სხვადასხვა ტიპის ნომერს, ასევე : რესტორანს, ბარს, საკონფერენციო დარბაზს, მცირე დარბაზს მოლაპარაკებისთვის, სავარჯიშო დარბაზს თანამედროვე აღჭურვილობით, მასაჟის კაბინეტს და შიდა ეზოს.
.