LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება

a15eda7f0026978ac00a12e989ac3d1f_XL

წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე უბედური შემთხვევების პრევენციისთვის, უახლოეს პერიოდში, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის კონტროლი გაძლიერდება და ასევე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება – ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსს ზვიად სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე წყალტუბო – ქუთაისის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

“თანაგრძნობას ვუცხადებ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოს პერიოდში მოხდეს აღნუშნულ გზაზე საპატრული ეკიპაჟის გაძლიერებული კონტროლი, დამონტაჟდეს ჭკვიანი კამერები და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება,” – აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით კონკრეტული სამუშაოები ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g