LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ხანძარს ებრძვიან

111
BeFunky-collage (11)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა. წყალტუბოს მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს და ბუჩქებს სოფელ ჩუნეში, მაღლაკში, ზარათსა და რიონში უკიდია. ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია სოფელ ჩუნეშში.

ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ცეცხლის ქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

ჯამში ცეცხლი 50 ჰექტარი ფართობზეა გავრცელებული. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g