LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

138

ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული   იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ რიგით  მეორე ობიექტია,  სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება.

2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“ გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100-ნომრიანი,  5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g