LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში ცნობილი ყოფილი სანატორიუმის შენობაში 120-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა

174
38493352Master

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი იყიდება – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ წყალტუბოში, გურიელის N3-ში მდებარე 76,621 კვ. მეტრზე არსებული ყოფილი სანატორიუმი „მედეა“. ობიექტის საწყისი ფასი 5,820,000 ლარია. აუქციონი 14 აპრილს დასრულდება.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, სანატორიუმს მინიჭებული აქვს კულტურის მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 60 თვის ვადაში კი, ახალმა მფლობელმა ადგილზე უნდა მოაწყოს არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც მან 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები