LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყარო საგამოძიებო უწყებიდანაა, იდენტიფიცირების საფრთხის გამო კითხვებს ვერ ვუპასუხებდი – ქაშიაშვილი

132
BeFunky-collage (4)

“შაბათის ფორმულას” წამყვანი, ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ქაშიაშვილმა აღნიშნა, რომ წყაროს გამჟღავნების საფრთხე არსებობს, ამიტომ მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

“არც ერთი დეტალი მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო, დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით”, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

შეგახსენებთ, ტელევიზიამ საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

“დაასახელონ ის სამი მაღაჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა…დარბიან და ახლა კერავენ საქმეს” – ბაჩალიაშვილის დედა

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები