LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაასახელონ ის სამი მაღაჩინოსანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა…დარბიან და ახლა კერავენ საქმეს” – ბაჩალიაშვილის დედა

694

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილების დედა, თეონა თამაზაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დაასახელოს ის სამი მაღალჩინოსანი, ვის საიდუმლო ფაილებშიც ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

„მქონდა ეჭვი, რომ ვიღაც ჩინოსნის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. ეს 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ნამეტანია. სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ, მაგრამ ეცოცხლა ჩემ შვილს.

მე მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო, ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს და არ დავიხევ არცერთი წუთი უკან.

გაიჟღერა იქ, რომ დაიძრაო გამოძიება ამ კუთხითო და ხომ უნდა გამცენ პასუხონ. მაშინ დამიბრუნონ ლეპტოპი და მე FBI-ს ჩავრთავ და ისე გამოვიძიებ, თუ თვითონ ვერ მოახერხებენ…

ან დაასახელონ ის მაღალჩინოსნები ან მათ გზას გაუდგნენ. დარბიან და ახლა კერავენ საქმეს, თვითმკვლელობა ყველანაირად გამოირცხა და ამას უკვე ვერ დააბრალებენ”

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუ პატივს დამდებს – ბაჩალიაშვილის დედა

საუბარია გუშინ, ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.

ფორმულა ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

ტელეკომპანია ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g