LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხიარული წყვილები ოჯახს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ – მეცნიერების კვლევა

8685288-6606149-image-a-1_1547801089897

წყვილები, რომლებიც ერთმანეთის გამხიარულებას ახერხებენ, უფრო ხშირად რჩებიან ბოლომდე ერთად, ვიდრე ისინი, რომლებიც ერთად ნაკლებს იცინიან.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხუმრობა უმნიშვნელოვანესია, რადგან მასზე სიცილით, ურთიერთობაში სიმყარეს ადასტურებენ.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მიგნება ყველანაირი ხუმრობის დროს არ მუშაობს. თუ წყვილი ერთმანეთს “შავი იუმორით”, ბოროტად ხშირად ეხუმრება, ნახლებად სავარაუდოა, რომ ისინი დიდხანს იყვნენ ერთად. ცუდი ხუმრობები ურთიერთობებში პრობლემების ინდიკატორია.

კვლევა კანზასის უნივერსიტეტში, პროფესორ ჯეფრი ჰოლის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

“რომანტიკული პარტნიორების მყარ წყვილად ჩამოყალიბებაში ხშირად დიდ როლს სწორედ გართობის მომენტი თამაშობს. ხუმრობები მათ უფრო აკავშირებს და ურთიერთობას უფრო მყარს ხდის. განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, როცა მათ ერთი და იმავე რაღაცაზე ეცინებათ,” – აცხადებს ის.

მკვლევარებმა 39 კოლეჯიდან 150,000 ადამიანი გამოკითხეს. მათ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა ურთიერთობაში.

კვლევამ აჩვენა, რომ თქვენ თუ სასაცილო ხართ ან კარგ ხუმობებს ამბობთ, ეს სიყვარულში წარმატების გარანტია არ არის. მაგრამ თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთად ხუმრობთ და იცინით, ეს ურთიერთობის წარმატების საფუძველია.

“ადამიანები ამბობენ, რომ მათ კარგი იუმორის გრძნობის მქონე პარტნორი სურთ, მაგრამ რას ნიშნავს კარგი იუმორი ამას ინდივიდუალურად აფასებენ” – აცხადებს პროფესორი ჯეფრი ჰოლი.

რაც შეეხება იუმორის აგრესიულ ფორმას, პროფესორი განმარტავს, რომ ეს ურთიერთობას ყოველთვის ზიანს აყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g