LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილი არგენტინიდან ალიასკისკენ სამოგზაუროდ 70 წლის პიკაპით გაემართება

77
pikap-renaliaska

სამხრეთ ამერიკელმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ ცნობილი პანამერიკული გზატკეცილი 1951 წლის Chevrolet 3100–ით გაიაროს. მოგზაურები ამჟამად ავტომობილს ამზადებენ და სტარტის აღებას 2021 წლის მაისში გეგმავენ.

მოძველებული მანქანა ოჯახს უკვე 30 წელია რაც აქვს, სახლად კი მისი გადაკეთება 2018 წელს გადაწყვიტეს. სატვირთოს სრული რესტავრაცია გაუკეთეს, ძარაზე საცხოვრებელი კაბინა და სახურავი დაამატეს. რაც შეეხება ძრავს, მას ხელი არ ახლეს და ორიგინალურ მდგომარეობაში დატოვეს.

პიკაპში საწოლი და პატარა მაგიდა დაამონტაჟეს, ხოლო როცა ამინდი ხელს უწყობთ მოგზაურები კარავს პირდაპირ ავტომობილის სახურავზე შლიან და იქვე იძინებენ ხოლმე. გარდა ამისა, სახურავზე მზის ელემენტიც დააყენეს, რათა სატვირთო დამატებითი ენერგიით იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება წყვილის მთავარ მიზანს, პანამერიკულ გზატკეცილს – ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის უკიდურეს წერტილებს აკავშირებს. ამ გზის გავლა საკმაოდ რთულია და წყვილს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს. თუმცა, მოგზაურები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი და სჯერათ, რომ მათი პიკაპი თავს ყველა დავალებას გაართმევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g