LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილმა რომელმაც 115 მილიონი ფუნტი მოიგო, თანხის ნახევარი ქველმოქმედებას დაახარჯა

121
jekpot201249

2019 წლის ყველაზე გრანდიოზული ჯეკპოტის მფლობელმა აღიარა, რომ თანხის ნახევარზე მეტი უკვე დახარჯული აქვს. 114,9 მილიონი ფუნტი სტერლინგის დიდი ნაწილი იმ ადამიანებს მოხმარდათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

54 წლის ფრენსის კონოლუმ და მისმა 56 წლის მეუღლე პატრიკმა, უზარმაზარი პრიზი ლოტოში ახალი წლის ღამეს მოიგეს.

სასიამოვნო ამბის გაგების შემდეგ, პირველი რაც ფრენსისმა გააკეთა, შეადგინა სია სადაც ყველა ის მეგობარი და ოჯახის წევრი ჩამოწერა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. სიაში სულ 50 ადამიანი მოხვდა.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და სიკეთის კეთების სურვილი ოჯახურ წრეს გასცდა და მათ სამეზობლოსა თუ ახლო–მახლო რაიონებში მცხოვრები ადამიანების დახმარებაც დაიწყეს.

„არ მიფიქრია, რომ ჯეკპოტის ნახევარი ასე მალე დამეხარჯა, თუმცა ასე გამოვიდა“ – უთხრა ფრენცისმა „დეილი მეილს“,  – „დავსხედით, სია შევადგინეთ და მივხვდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეგვეძლო.“

წყვილმა თანხის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც გაუნაწილა და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ისინი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

ფრენსისის ინიციატივით, მათი ერთ–ერთი ბოლო ქველმოქმედება ადგილობრივ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებისთვის საშობაო საჩუქრების ყიდვა იყო.

გამარჯვებულებმა საერთო ჯამში უკვე 60 მილიონზე მეტი დახარჯეს და ადამიანების გაბედნიერებას მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g