LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-ს ელექტროქარს სერიოზული დეფექტი აღმოაჩნდა: მუხრუჭები არ უვარგა

110
Xiaomi-ს ელექტროქარს სერიოზული დეფექტი აღმოაჩნდა მუხრუჭები არ უვარგა

Xiaomi-ს ელექტრონულ სედანს მუხრუჭებმა უმტყუნა. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული, Xiaomi Su7-ის მეპატრონე პარკინგზე იყო, როცა ავტომობილის დამუხრუჭება ვეღარ შეძლო. ევაკუატორის დახმარებით მანქანა სადილერო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა რომ მომხდარის მიზეზი პროგრამული ხარვეზი გახდა.

კომპანიამ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს იშვიათი გამონაკლისი იყო და მისი მოგვარება დროულად შეძლეს.

პრობლემური ელექტროქარის მეპატრონეს ყველა ხარჯის ანაზღაურება შესთავაზეს, იმ შემთხვევაში თუკი ის თავის პრობლემურ SU7-ზე უარის თქმას და ახალი ავტომობილის მიღებას გადაწყვეტს. უფრო ზუსტად, ანაზღაურდება ევაკუატორის ხარჯი, დაუბრუნებენ ავტომობილისთვის გადახდილ ფულს და ლოდინის პერიოდისთვისაც მისცემენ კომპენსაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტი თითქოს ამოიწურა, საჩივრების რაოდენობა Xiaomi SU7-ზე გაყიდვის მომენტიდან იმდენია, რომ ამ მოდელის შეძენას საეჭვოს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები