LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ ახალი საავტომობილო ბრენდი Sky Nomad-ი წარადგინა

105
ქირიას NEWS შაბლონი (7)

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi ავტობიზნესის გაფართოებას აგრძელებს და ახალი საავტომობილო ბრენდი Sky Nomad (ჩინურად – Pengcheng) წარადგინა. ახალი მიმართულება სრულად განსხვავდება კომპანიის დღემდე არსებული ელექტრომობილების ხაზისგან და გათვლილია დიდი ზომის, ოჯახურ კროსოვერებზე, რომლებიც ე.წ. გაფართოებული სვლის მარაგის (EREV) ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

Sky Nomad-ი Xiaomi-ის მეორე საავტომობილო სერია იქნება SU7-ისა და YU7-ის შემდეგ. კომპანია მას „ინტელექტუალურ, მრავალფუნქციურ და ფართო სივრცის მქონე SUV-ების“ ხაზად პოზიციონირებს, რომელიც ოჯახურ მოგზაურობებსა და აქტიურ დასვენებაზე იქნება ორიენტირებული. პირველი მოდელის ოფიციალური დებიუტი 2026 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

ახალი ავტომობილი სრულად ელექტრომობილი არ იქნება. ის EREV სისტემას გამოიყენებს – ბორბლებს ელექტროძრავები ამოძრავებენ, ხოლო ბენზინის ძრავა მხოლოდ გენერატორის ფუნქციას შეასრულებს და ბატარეას დამუხტავს. ასეთი ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის სვლის მარაგს და ამცირებს დამუხტვაზე დამოკიდებულებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორ მანძილზე მგზავრობისას. Reuters-ის ინფორმაციით, საერთო სვლის მარაგმა შესაძლოა 1 500 კილომეტრსაც გადააჭარბოს.

Xiaomi-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ძუნის განცხადებით, Sky Nomad-ი იქნება ავტომობილი, რომელიც „მეორე სახლს“ დაემსგავსება. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ინტერიერის ტრანსფორმაციას, ჭკვიან ფუნქციებსა და მგზავრების კომფორტს.

ახალი ბრენდის შექმნა Xiaomi-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანია, რომელმაც ელექტრომობილების ბაზარზე წარმატებით შეაღწია SU7 სედანითა და YU7 კროსოვერით, ახლა ცდილობს წამყვან ჩინურ მწარმოებლებს გაუწიოს კონკურენცია. ამავდროულად, Xiaomi  2027 წლიდან ევროპულ ბაზარზეც გეგმავს შესვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები