Xiaomi-მ დააზუსტა,თუ რამდენს კარგავს თავისი პირველი ელექტრომობილის, SU7-ის გაყიდვებიდან. 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიის საავტომობილო განყოფილებამ 500 მილიონი იუანის (დაახლოებით 69 მილიონი დოლარის) ზარალი მიიღო. მიუხედავად ამისა, Xiaomi აგრძელებს მიწოდებების გაზრდას და ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში შეძლებს მოგებაზე გასვლას.
კომპანია დარწმუნებულია, რომ წარმოების გაფართოებისთანავე თითოეულ ავტომობილზე ზარალი შემცირდება. მომავლისთვის Xiaomi-ს ძირითადი იმედი მეორე მოდელზე — YU7 კროსოვერზეა მიმართული.
Xiaomi-მ გამოაქვეყნა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის საავტომობილო მიმართულების შემოსავალი გაიზარდა და მიაღწია 18.6 მილიარდ იუანს. თუმცა ბიზნესი კვლავ წარუმატებლად რჩება: თითოეული გაყიდული SU7 სედანი კომპანიას დაახლოებით 6500 იუანით — ანუ დაახლოებით 900 დოლარით აზარალებს.
2025 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Xiaomi-მ მომხმარებლებს დაახლოებით 76,000 ასეთი ავტომობილი გადასცა.
კომპანიის ხელმძღვანელმა, ლუ ვეიბინმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საავტომობილო პროექტი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, და როდესაც წარმოება უფრო მასშტაბური გახდება, დანაკარგებიც ეტაპობრივად შემცირდება.