დიახ, იაპონურმა, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებით სახელგანთქმულმა კომპანიამ – Yamaha, ახალი პროექტის შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული ავტომობილის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, თუმცა თავად კომპანია ამ ეტაპამდე პროტოტიპის შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას ასაიდუმლოებდა. გამოცემა AutoGuide-ის მიერ გავრცელებული ფოტო-მასალით, უკვე ყველაფერს ნათელი მოეფინა და საკმაოდ საინტერესო მოდელი – მანქანა – ამფიბია ავტომოყვარულების წინაშე პროტოტიპის სახით წარსდგა!
ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ჯერ-ჯერობით ყველა დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია, ერთადერთი რაც ვიცით, ესაა ავტომობილის სპეციფიური უკანა ნაწილი, რომელიც ახალ მოდელს, წყალში მოხვედრის შემთხვევაში გაცურვის რეჟიმზე გადაიყვანს.
რაც შეეხება კომპანიის პირველ სერიუმ ავტომობილს, ჯერ კიდევ 2015 წლის შემოდგომაზე, ტოკიოს ავტოსალონზე, Yamaha-მ პირველი კონცეპტქარი – Sports Ride წარმოადგინა, რომელიც iStream-ის ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი. ეს ის ტექნოლოგიაა, რომელიც სპეციალურად McLaren F1-ისთვის შეიქმნა.