LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდა

113

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.

25 წლის ახალგაზრდა ბებიას და პაპას ფულს სთხოვდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g