ყავის კომპანია „მეამა“ მომხმარებლებს მალე ჩაისაც შესთავაზებს. სხვადასხვა არომატის ჩაი წარმოდგენილი იქნება კაფსულებში და მხოლოდ ამერიკული ფორმატის აპარატისთვის განკუთვნილი. ინფორმაციას თავად „მეამა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, „მეამა“ საწყის ეტაპზე მომხმარებლებს ჩაის 7 განსხვავებულ ნაზავს შესთავაზებს, მათ შორის: 2 კლასიკურ გემოს, 2 ერლ გრეის და 3 არომატს: მანგო კარაბაო, კრემ ბრულე და შოკოლადის ფილა.
„ყველა გემო „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა და შექმნილია ინდივიდუალური რეცეპტებით. 9 მარტიდან, ჩვენს ყველა სივრცეში და ონლაინ მაღაზიაში“, – აცხადებენ „მეამაში“.