LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის მერია ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების, აგრეთვე, ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის 80%-ს დაუფინანსებს

145
ყაზბეგი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტები მერიისგან სწავლის 80%-ის დაფინანსებას მიიღებენ.

უწყების ცნობით, დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, აგრეთვე, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან და ანგარიშფაქტურა (რეკვიზიტები), მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, ობოლი ბავშვის შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტი მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლია. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში – მშობლების და შვილების პირადობის მოწმობის ასლები.

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების განახლებული პროგრამის მიზანია, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

აღნიშნული პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების მიღებას“, – აღნიშნულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g