LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანწმინდასა და გერგეტში მეწყერი ჩამოწვა – რას აცხადებენ მერიაში

1100
BeFunky-collage - 2023-08-18T002114.798

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის განცხადებით, სოფელ გერგეტში და სტეფანწმინდაში მეწყერი ჩამოწვა.

მისივე ცნობით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს და ტერიტორია იწმინდება.

„ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, მხოლოდ დაბაში [სტეფანწმინდაში] და გერგეტში, სოფლებში არ ყოფილა წვიმა. ყოველთვის ჩამოდის ეგ მეწყერი, ახლაც ტექნიკა მუშაობს, იწმინდება ტერიტორია.

ამ ეტაპზე მშვიდობაა. სოფელ გერგეტშიც ჩამოწვა მეწყერი და სტეფანწმინდაშიც. გერგეტში უფრო ახლოს იყო მოსახლეობასთან. ორი სახლის ეზოში შევიდა წყალი”,- განუცხადა „რადიო თავისუფლებას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.