LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად, მერიაში განცხადებების მიღება დღეიდან იწყება

78
FORTUNA.GE-

სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დრეიდან იწყება.

როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000, ან მასზე ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

თბილისის მერია 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

იმისათვის, რომ დაფინანსება მიიღოს, სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:

◼  პირადობის მოწმობის ასლი;

◼  ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;

◼  ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;

◼  უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;

◼  უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

◼  რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

◼  სამოტივაციო წერილი.

პირველი სემესტრის სტუდენტებმა კი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად.

განცხადებების მიღება 2021 წლის პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პოპულალურები