„ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 ცალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი 56 ცალი ცოცხალი კუ და 13 ცალი თუთიყუში, სატვირთო ავტომობილის მისაბმელსა და სალონში მოწყობილ სათავსოებში აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 11 000 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 % ოდენობით – 11 000 ლარით. ამასთან უცხო ქვეყნის მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა აღნიშნული საქონელი და საჩუქრად თბილისის ზოოპარკს გადაეცა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#ახალიამბები ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 56 ცალი კუ და 13 ცალი თუთიყუში აღმოაჩინეს ➡️ ვრცლად: https://bit.ly/4kq0HiJ #ფინანსთასამინისტრო #შემოსავლებისსამსახური #საბაჟოდეპარტამენტი
Posted by შემოსავლების სამსახური Revenue Service on პარასკევი, 16 მაისი, 2025