LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყაზტრანსგაზ – თბილისში“ დაჩქარებული მომსახურების ვადები ამოქმედდა

963

აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ დაჩქარებული მომსახურების ვადები ამოქმედდა.

კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს, რომლებსაც საცხოვრებლის შიგნით მრიცხველის გადატანა, გაზის მილების გადაადგილება ან გაზის ახალი წერტილის დამატება სურთ, დღეიდან დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურებისთვის სტანდარტულად, განცხადების ჩაბარებიდან ოცი სამუშაო დღეა განსაზღვრული. დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაბამისი ღირებულების გადახდის შემთხვევაში აბონენტებს 10, 5 ან 3 სამუშაო დღეში შეუძლიათ.

  1. სამუშაო დღეების რაოდენობა – 10 დღე 5 დღე 3 დღე;
  2. გაზის მრიცხველის გადაადგილება – 550 ლარი 650 ლარი 950 ლარი;
  3. გაზსადენის გადაადგილება – 600 ლარი 700 ლარი 1000 ლარი;
  4. გაზის ხელსაწყოს შეცვლა/დამატება 500 ლარი 600 ლარი 900 ლარი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g