LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინწვისში, ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი, კლდიდან გადავარდა

1050
45943_5

ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი საჯარო სკოლის მასწავლებელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მანანა ჩოხელი მოსწავლეებთან ერთად იყო, როდესაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 23 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ჯგუფური ფოტოს გადაღებას მოჰყვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g