LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა

174
ალმაზბეკ ატამბაევი

„როიტერსის“ ინფორმაციით, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს სასამართლომ სასჯელი გაუუქმა და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა.

სასამართლომ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, ექსპრეზიდენტის საქმის გადახედვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაავალა.

ცნობისთვის, ატამბაევს 11 წლით პატიმრობა „კანონიერი ქურდის“ ციხიდან უკანონოდ გათავისუფლების საქმეზე ჰქონდა მისჯილი. როგორც საერთაშორისო მედია წერს, 66 წლის ატამბაევმა ქვეყანა უკვე დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g