ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო არეალიდან ჯარების გაყვანის შეთანხმება შედგა. ბოლო სამ ათწლეულში ყველაზე სისხლიან დაპირისპირებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ყირგიზეთის ცნობით, კონფლიქტის ზონიდან უსაფრთხო არეალებში ყირგიზეთის 33 ათასამდე მოქალაქე გადაიყვანეს, მათ შორის 19 ათასი ბავშვი.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ელიზა სოლთონბეკოვას განცხადებით, ყირგიზეთის მხარეს დაღუპული ადამიანების რაოდენობა 34-ია, ხოლო დაშავებულია 180 ადამიანი.
ორ ქვეყნის საზღვრისპირა არეალში შეიარაღებული კონფლიქტი 28 აპრილს, წყლის გასანაწილებელი ცენტრის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებთა შორის დაიწყო.
2 მაისს გავრცელდა ცნობა ყირგიზეთის მთავრობის პრესამსახურზე დაყრდნობით, რომ ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის შესახებ.