რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში Россия сегодня-ს სიმფეროპოლის [ანექსირებული ყირიმის ე.წ. დედაქალაქი] ფილიალის ხელმძღვანელი და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა.
სამთავრობო მედიასაშუალებები წერენ, რომ ბაბაევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელ მოედანზე მოხდა.
„მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით.
გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის.“– ამბობს России сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი.