LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მინისტრი ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

93
otar-dane

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დანელიას 2014 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g