LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველდღე, დილას-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? – ერეკლე კუხიანიძე

166
ერეკლე-კუხიანიძე-12

“მე ძალიან ვთხოვ ბატონ ბიძინას, შემხვdეს და ყველაფერს მოვუყვები, რა ხდება, როგორ ხდება”, – ამის შესახებ ერეკლე კუხიანიძემ გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

“ქართული ოცნებიდან” გარიცხული საკრებულოს დეპუტატი აცხადებს, რომ მანდატს არ დატოვებს.

“ყოველდღე, დილას-საღამოს ბოდიში უნდა ვიხადო? ის ახალგაზრდები იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ რას ლაპარაკობდნენ. მე, გულწრფელად, მართლა მეცოდებიან ისინი, იმიტომ რომ არიან სათამაშოები ამ ნაცისტური მოძრაობის. რაღაც კატეგორია ხალხის კი, აყვირდა, მერე რა? რამდენი ხალხია, რომელიც მხარს მიჭერს? – აცხადებს კუხიანიძე.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა მოითხოვა ერეკლე კუხიანიძეს სხდომა დაეტოვებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები