LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი დღე და წუთი მახსოვს, როგორ ველოდებოდით შენს მოვლინებას ამ ქვეყანაზე… მადლობა უფალს, შენი თავი რომ გვაჩუქა“ – როგორ ულოცავს ციცინო კობიაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს

340
jaba kiladze

მსახიობ ჯაბა კილაძისა და თამთა ჭელიძის გოგონა, ლიზა იუბილარია. ჯაბას დედა, მსახიობი და რეჟისორი ციცინო კობიაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და წერს:

„ჩვენო სიხარულო და ჩვენო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ! ყოველი დღე და წუთი მახსოვს, როგორ ველოდებოდით შენს მოვლინებას ამ ქვეყანაზე… მადლობა უფალს, შენი თავი რომ გვაჩუქა, ჩვენო უძვირფასესო, ჩემი გული ხარ, ჩემი სინათლე და სიხარულის სათავე, უფალმა დაგილოცოს ხანგრძლივი, ბედნიერებით და წარმატებით სავსე ცხოვრების გზა, მრავალჟამიერ“, – წერს ციცინო კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯაბა კილაძე 24 წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე მომღერალი თამთა ჭელიძე იყო, ქორწინებაში წყვილს ერთი შვილი, ლიზა შეეძინა, მაგრამ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები