LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

620
image-20151216-30102-sybi4b

„IPM კვლევების” თანახმად, ერთ ჯერზე ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე; მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ზამთარი ვირუსების სეზონია. როგორც ცნობილია, ინფექციების გამომწვევი მიკრობების დიდი ნაწილი დაუბანელი ხელების მეშვეობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ რიგი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ხელების დაბანა დაავადების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა.

„ეს აქტივობა, ერთი შეხედვით, ჩვენგან არც ისე დიდ დროს მოითხოვს, თუმცა, დროთა განმავლობაში ხელების დაბანაზე დახარჯული დრო საკმაოდ ბევრია. ჩვენ საქართველოს მასშტაბით 1000 რესპონდენტს ვკითხეთ, რა ინტენსივობით მიმართავდნენ თვითმოვლის ამ აქტივობას და რა დროს ხარჯავდნენ ამისთვის. აღმოჩნდა, რომ ქართველები დღის განმავლობაში ხელს არც ისე ხშირად იბანენ. გამოკითხულთაგან ყველა იბანს ხელს დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც, ხოლო 40,5% ამას დღეში 4-ჯერ და მეტჯერ აკეთებს, თუმცა დარჩენილი რესპონდენტები, რაც თითქმის 60%-ია, ხელს დღის განმავლობაში 1-3-ჯერ იბანენ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, როცა ხელის დაბანა აუცილებელი ხდება (გარედან სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ და შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და სხვ.), აშკარაა, რომ ხელის დაბანის ასეთი სიხშირე საკმაოდ დაბალია”, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

ჯამში, ხელის და პირის დაბანაზე ადამიანი, საშუალოდ, 4.2 დღეს ხარჯავს წლის განმავლობაში. შესაბამისად, ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული 64 წლის ადამიანს თითქმის 198 დღე ხელ-პირის დაბანაში აქვს გატარებული. 2006 წელს ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეს დრო 12 წლის წინ 13 დღით ნაკლები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g