საქართველოში ცნობილი ადამიანები მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. საზაფხულო პერიოდში კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სად და როგორ ისვენებენ.
შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, გეგმები წელს თითქმის ყველას შეეცვალა და შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქართველებს ძირითადად, ადგილობრივ კურორტებზე უწევთ დასვენება.
ცნობადი სახეებიდან, ამჯერად, საკუთარ ქვეყანაში დასვენებისგან მიღებულ განცდებს ტელეწამყვანი ეკო ფანგანი გვიზიარებს და წერს, რომ ამაყია, რომ ბუნების სასწაულით დაჯილდოებული ქვეყნის შვილია.
“ყოველთვის ამაყი ვიყავი ქართველობით. პანდემიისას მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც ბუნების ყველა სასწაულით დაჯილდოებულია, ჩვენი საქართველო!!! ?? “- წერს ეკო ფანგანი.
ულამაზესი ბუნების ფონზე ეკო საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება.