LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს: ილია II დედოფალ ელისაბეთს

86
patriarqi-da-elisabed-meore_w_h

ილია მეორე დედოფალ ელისაბედს ტახტზე აღსაყდრების 70 წლის თავს ულოცავს.

მილოცვის წერილს საპატრიარქო აქვეყნებს.

“დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში.

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს”, — ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g