LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის იქ ვძლიერდებით, სადაც ვიმტვრევით!“ – ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი გამონათქვამები

11997
ერნესტ ჰემინგუეი

„ვერანაირი გამარჯვება ვერ აანაზღაურებს მარცხს სიყვარულში“, – თვლიდა ერნესტ ჰემინგუეი, რომელმაც გამარჯვების ფასიც კარგად იცოდა და მარცხიც საკუთარ თავზე გამოსცადა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ერნესტ ჰემინგუეის  ცნობილ ფრაზებს:

ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სიცილი შეუძლია, თუმცა მიზეზი ყველაზე ნაკლები აქვს.

ცხოვრება ტრაგედიაა, რომლის ფინალი ყოველთვის წინასწარაა განსაზღვრული!

ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ის, ვისთანაც მარტივია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც არასდროს გაგიჭირდება და ის, ვისთანაც რთულია ურთიერთობა, მაგრამ ვის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება.

ლაჩრობა, ღალატი და ეგოიზმი – ყველა ომზე საზარელია.

შეიძლება ადამიანის განადგურება, მაგრამ შეუძლებელია მისი დამარცხება!

როცა რაღაც მთავრდება ყოველთვის სიცარიელე ჩნდება. თუმცა, ცუდის დასრულების შემდეგ სიცარიელე თავისით ივსება, კარგის ამოვსება კი, მხოლოდ უკეთესით შეიძლება.

ჭკვიანი ადამიანი არასდროსაა ბედნიერი.

ის, ვისაც მუდმივად საკუთარი ერუდიციით, ინტელექტით მოაქვს თავი, სინამდვილეში არც ერთი აქვს, არც მეორე.

ასაკთან ერთად ადამიანი არასდროს ბრძენდება, ის უბრალოდ ფრთხილი ხდება.

ადამიანი ყოველთვის მოკლე გზას ეძებს ბედნიერებისკენ და არ იცის, რომ ასეთი გზა არ არსებობს.

მოსაწყენი, უინტერესო ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, ჭკვიანი და საინტერესო კი, ყოველთვის ახერხებს საკუთართან ერთად ახლობლების ცხოვრების მოწამვლას.

mazda magti 5g