LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის უნდა იყო მზად საკუთარ თავს შეხედო გვერდიდან, ეგ თუ შეგიძლია, მერე ყველაფერი შეგიძლია“ – FM ქოუჩი

34
androdgebuadze105

გადაცემის ლაივი LIVE

ვინ ვარ მე“, ანუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი – მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი სტუმარია ფილოსოფოსი, ტრენერი ანდრო დგებუაძე.

ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს აღზრდის სტილი, გარემო

ეს არის ადამიანის ეგზისტენციალური საკითხი. მთავარია, მე რამდენად ვარ „მე“. როცა ადამიანი ამბობს ფრაზას: „მე ასე ვარ გაზრდილი“, ის გულისხმობს: „რას მეუბნები ახლა შენ, რომ სხვანაირად უნდა ვიფიქრო? ანუ სად უნდა გადავახვიო ჩემი ცხოვრების კასეტა, რომ მივიდე იმ მთავარ წერტილამდე“. შეიძლება ითქვას, რომ ამ გზის უკან გავლა ადამიანებს ეზარებათ.

ჯანსაღი ადამიანი ყოველთვის მზად არის თავის თავი დაშალოს და თავიდან ააშენოს. ანუ ყოველთვის უნდა იყო მზად, საკუთარ თავს შეხედო გვერდიდან. ეგ თუ შეგიძლია მერე ყველაფერი შეგიძლია.

თუმცა ანდრო, ადამიანებს სარკეში ჩახედვა უჭირთ

ადამიანის ეგო ამბობს: „მე ვარ ყველაფერი“, აქ მთავარია ეგო მიხვდეს, რომ სინამდვილეში ის არ არის ყველაფერი. უნდა დახვიდე ზღვის ფსკერზე და იქ აგნებ სიცოცხლის ელექსირს.

სანამ ჩვენ ვიღაცის ან რაღაცის იმედზე ვართ, მათ შორის: რელიგიის, ძველი ბიჭის, მამის, დის, მანამდე ჩვენ „ვყანყალებთ“. ჩვენი პატრიოტიზმის 99-%-ი არის საყრდენის ძიება, ჩვენი ტრიპაჩობის 99-%-ი საყრდენის ძიებაა. სინამდვილეში ადამიანი საკუთარი თავის სიმყარეა.

ადამიანები ეძებენ გარედან საყრდენს. სინამდვილეში ყველა საყრდენი უნდა მოგცილდეს, რომ მიხვდე, ტივტივებ თუ იძირები. თუ ტივტივებ, ესე იგი საყრდენი გაგივლია. თუ იძირები, ესე იგი გჭირდება საყრდენი და ჯერ ვერ მიგიგნია საკუთარი თავისთვის.

როგორ უნდა ჩაიხედოს ადამიანმა სარკეში, რომმედაინახოს?

სარკეში ჩახედვის რამდენიმე ეფექტური გზაა: 1. როცა დაგემართება რაიმე უბედურება, რაც გაიძულებს, რომ შენი შეხედულება სამყაროზე დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ და აღიარო, რომ რაღაც გეშლებოდა. 2. ეს ასევე შეიძლება იყოს აზროვნებითი აქტი, როცა ადამიანი საკუთარ თავს ღრმა კითხვებს უსვამს და აზროვნებით აგნებს საკუთარ „მეს“. ჩვენ აზროვნებით შეგვიძლია სამყარო დავშალოთ და ავაწყოთ.

გოიმი თუ ხვდება, რომ გოიმია, ის გოიმი აღარ არის. ცოდვიანი ადამიანი თუ ხვდება, რომ ცოდვიანია, ის ცოდვიანი აღარ არის, რადგან ადამიანმა გააცნობიერა, მიხვდა რა ყოფილანაღდი“.

აქ სინდისის როლიც დიდია

სინდისს ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია. სინდისისთვის თვალის გასწორება ეს არის გმირის საქმე. არავის უყვარს თავის თავზე თქვას: „რა გოიმი ვყოფილვარ“, „რა სულელი ვარ“… ამაზე რთული არაფერია. მარტო გმირი ბედავს დაინახოს საკუთარი თავი გვერდიდან.

რომც არ აღიარო საჯაროდ და მიხვდე, გააცნობიერო, იქ უკვე სხვანაირი ადამიანი ხარ. იქ უკვე არის სულიერი გამოცდილება, ანუ ფერიცვალება მოგივიდა. ეს არის ძალისხმევა იმაზე, რომ შენ დინებას აღარ მიყვები.

რა უშლის ადამიანს ხელს იპოვოს საკუთარი თავი?

რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორია: ხელს მიშლის საზოგადოებრივი აზრი, ასევე, ყველანაირი ცნება, რომელიც გარედან მომეცა. ცნება შეიძლება იყოს კარგი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, მაგრამ ჩემი მეობის ჩამოყალიბებისთვის არა. ზოგჯერ ადამიანი გადის  ამპარტავნების, თვითკმაყოფილების ეტაპს, სადაც ისმის მხოლოდ: „მე, მე, მე“, როცა შენი თავის გგონია ყველაზე მაგარი. მაგრამ ტრანსფორმაცია ხდება მაშინ, როცა იტყვი: „მე მივაგენი რაღაცას ჩემში, რომელსაც ვერ ვცვლი და ეს არის სინდისი“. სწორედ ეს არის გაცნობიერება, როცა ადამიანი საკუთარ „ტახტს“ სინდისს უთმობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g