LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს“ – გომელაური

163
BeFunky-collage (1)

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წელს ნარკოტიკებით მოვაჭრე 202 პირი დააკავეს, ხოლო 2023 წელს – 284.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კომპლექსური სამუშაოა საჭირო და არა მხოლოდ შს სამინისტროს მხრიდან.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ნარკოტიკების გადამეტებული დოზით მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე გომელაურმა განაცხადა, რომ პირველად არ მომხდარა და „ეს არ არის იშვიათი“.

„სამწუხაროდ. 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. იცით, რომ ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები მაღალი გვქონდა.

2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. წინა წლებში იყო 70, 30, 20. 2022 წელს კი იყო 202. ამდენი ნარკომოვაჭრე არცერთ წელიწადს არ დაკავებულა საქართველოში.

მესმის, რომ რაღაც ღონისძიებებია გასატარებელი. ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში ან ევროპის ქვეყნებში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს.

ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება, ალბათ, უფრო კომპლექსური და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. რაც შეეხება კითხვას ნარკოტიკებზე ტრანზიტული კუთხით, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ საბაჟოსთან ერთად, თუმცა ბოლომდე 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დილიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

„თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები“ – გომელაური

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად“ – ირაკლი ჩიქოვანი

„კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია, გაიხარე“ – ინჯია ჩიქოვანზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები