LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყულევში, სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

60
130737244-2468015713502646-5954273589316437248-o

ყულევში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ნავთობტერმინალის და სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი ეკალ-ბარდს და შერეული ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა – 60 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. პროცესში, ასევე, ჩაერთო რკინიგზის სახანძრო-სარკინიგზო შემადგენლობა. ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყულევში იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ადგილზე ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g