„შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კითხვაზე – ეთანხმება თუ არა შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.
„ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა პატელმა.