ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვეპლრა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც 11 ივლისის ღამეს, ილიას ტბის ტერიტორიიდან მოდიოდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ 5 ადამიანი – მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია
