LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტორბოლაზე არასრულწლოვნის დაღუპვის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

120
prokuratura-53046

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც არას­რულ­წლოვ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

საგამოძიებო უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილ იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 და მე-6 ნა­წი­ლე­ბით (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, იმის მიერ ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები