LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყვარლის ედემის” გაყიდვა 10 დღეში დაიწყება

159

კომპლექსმა  ”ყვარლის ედემი” ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე მაღრაძემ განუცხადა, ახალი ბრენდი ქართული ღვინის ბაზარზე უკვე 10 დღეში გამოვა.

”მიმდინარე წელს 10 ათასამდე ბოთლი ღვინო დამზადდა, რომელიც ჩვენივე სასტუმროში გაიყიდება. თუმცა, 2017 წელს გასაყიდი ღვინის რაოდენობა 150 ათას ბოთლამდე გაიზრდება და მისი რეალიზაცია არა მხოლოდ სასტუმრო ”ყვარლის ედემში”, არამედ ღვინის რამდენიმე მაღაზიაშიც მოხდება ”,– აღნიშნა მაღრაძემ. მისივე ინფორმაციით, ღვინის ახალი ბრენდი მომავალი წლიდან ევროპის ქვეყნებში ექსპორტზეც გავა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, კომპანია უმაღლესი ხარისხის ღვინოს აწარმოებს და ქართული ღვინის ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაკავებას შეეცდება. ”ყვარლის ედემი” პრემიუმ კლასისაა და შესაბამისად, ძვირადღირებულ პროდუქციას წარმოადგენს.

ცნობისთვის, სასტუმრო კომპლექსი ”ყვარლის ედემი” ყვარელში , მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. აქვეა ახლადშემქნილი ღვინის საწარმოც. კომპლექსი სულ 75 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g