LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

128
untitled

ყვარლის “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს თელავის რაიონულმა სასამართლომ  იმსჯელა. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ ბრალდებული შალვა მელიქიშვილი პატიმრობაში დატოვა. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება, ტერორისტული თავდასხმა და მძევლების აყვანა – ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 49 წლის მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთი რესტორნის მზარეული იყო, 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმე არსებით განხილვაზე გადადის. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g